სიალეები ჩემი პროექტის შესახებ

Saturday, April 23, 2016

დღე-9

დამთავრდა ტრენინგი, რომელიც ეფუძნებოდა ,პროექტებით სწავლებას",რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა პედაგოგისთვის,რათა ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამოიყენოს სწავლის პროცესში.მე პირადად აქტიურად გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას და უფრო სახალისოს და ნაყოფიერს გავხდი სწავლის პროცესს.უკვე ვიცი რა არის პროექტი და ვეცდები 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე დაყრდნობით წელიწადში ერთი პროექტი მაინც განვახორციელო.მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ დიმიტრის გაწეული შრომისათვის და ვუსურვო წარმატებები როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ  საქმიანობაში.

ჩემი პროექტი

პროექტის პორტფოლიო

Wednesday, April 20, 2016

დღე-8

დღევანდელ დღეს განვიხილეთ მე-6 და მე7 მოდული. გადავხედეთ პროექტის გეგმას და შევავსეთ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი.გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას და მისი გამოყენების შესაძლებლობებს პროექტზე მუშაობის პროცესში.ვისწავლეთ მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის როლი ტექნოლოგიების გამოყენებით.ბატონმა დიმიტრიმ გაგვაცნო საინტერესო საიტები, რომლებიც დაგვეხმარება პროექტის წარმატებით განხორციელებაში.

Friday, April 15, 2016

დღე 7

დღევანდელ დღეს განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.ვისაუბრეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენაზე. გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმას. კონკრეტულ ჯგუფზე შევადგინეთ თანამშრომლობითი შეფასების დოკუმენტი.მადლობა ბატონ დიმას საინტერესო ტრენინგისთვის.

Sunday, April 10, 2016

დღე 6

ტრენინგის მე6 დღეს გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების ნიმუშებს. ვიმუშავეთ მოსწავლის პერსპექტივიდან დანახულ სასწავლო პროცესზე.გადავხედეთსასწავლო პროექტის გეგმას.

Saturday, April 9, 2016

დღე-5

დღეს ტრენინგის მე-5 დღეა.ძალიან საინტერესო თემები გვქონდა.დავასრულეთ მასწავლებლის პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე.განვიხილეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება.ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის.განვიხილეთ უკუკავშირის სახეები.ვისწავლეთ გაჯეტის ჩაშენება ბლოგზე.

ჩემი პროექტის პორტფოლიო