Saturday, April 23, 2016
დღე-9
დამთავრდა ტრენინგი, რომელიც ეფუძნებოდა ,პროექტებით სწავლებას",რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა პედაგოგისთვის,რათა ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამოიყენოს სწავლის პროცესში.მე პირადად აქტიურად გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას და უფრო სახალისოს და ნაყოფიერს გავხდი სწავლის პროცესს.უკვე ვიცი რა არის პროექტი და ვეცდები 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე დაყრდნობით წელიწადში ერთი პროექტი მაინც განვახორციელო.მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ დიმიტრის გაწეული შრომისათვის და ვუსურვო წარმატებები როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ საქმიანობაში.
Wednesday, April 20, 2016
დღე-8
დღევანდელ დღეს განვიხილეთ მე-6 და მე7 მოდული. გადავხედეთ პროექტის გეგმას და შევავსეთ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი.გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას და მისი გამოყენების შესაძლებლობებს პროექტზე მუშაობის პროცესში.ვისწავლეთ მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის როლი ტექნოლოგიების გამოყენებით.ბატონმა დიმიტრიმ გაგვაცნო საინტერესო საიტები, რომლებიც დაგვეხმარება პროექტის წარმატებით განხორციელებაში.
Friday, April 15, 2016
დღე 7
დღევანდელ დღეს განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.ვისაუბრეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენაზე. გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმას. კონკრეტულ ჯგუფზე შევადგინეთ თანამშრომლობითი შეფასების დოკუმენტი.მადლობა ბატონ დიმას საინტერესო ტრენინგისთვის.
Sunday, April 10, 2016
დღე 6
ტრენინგის მე6 დღეს გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების ნიმუშებს. ვიმუშავეთ მოსწავლის პერსპექტივიდან დანახულ სასწავლო პროცესზე.გადავხედეთსასწავლო პროექტის გეგმას.
Saturday, April 9, 2016
დღე-5
დღეს ტრენინგის მე-5 დღეა.ძალიან საინტერესო თემები გვქონდა.დავასრულეთ მასწავლებლის პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე.განვიხილეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება.ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის.განვიხილეთ უკუკავშირის სახეები.ვისწავლეთ გაჯეტის ჩაშენება ბლოგზე.
Sunday, April 3, 2016
დღე-4
დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.როგორი მეთოდებით ვახდენთ მოსწავლეთა გამოკითხვას, როგორ შეფასებებს ვიყენებთ.შეფასების დროს მუდამ კონტროლზე უნდა გვყავდეს ბავშვები. ვისაუბრეთ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებზე. განვიხილეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა: პროექტზე მუშაობის დაწყებამდე,პროექტზე მუშაობის პროცესში, პტოექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ.შევავსეთ შეფასების გეგმა. ვისაუბრეთ პრეზენტაციის მომზადებაზე ჩემს სასწავლო პროექტზე.
Saturday, April 2, 2016
დღე-3
რტენინგის მესამე დღეს ვისწავლეთ სრანდარტების გათვალისწინებით ჩვენი სასწავლო პროექტის დაგეგმვა. გავეცანით ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას დამიმართულების მიმცემი კითხვების დასმას,რომელიც ხელს უწყობს სწავლის პროცესის უკეთ წარმართვას.გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბლიკას. მადლობა ტრენერს ამისთვის.
Sunday, March 27, 2016
დღე 2
ტრენინგის დასაწყისში გავეცანით დღის მიზნებს.ვისწავლეთ ბლოგის შექმნა. შევქმენით ჩვენი ბლოგი და ვისწავლეთ რა მიზნით შეიძლება მისი გამოყენება, თუნდაც მშობლებთან კომუნიკაციისთბის.კიდევ უფრო კარგად გავიგეთ ჩეკლისტების საჭიროება პრაქტიკაში.რომელსაც პროექტის შესაფასებლად გამოვიყენებ. მადლობა ტრენერს საინტერესო ტრენინგისათვის.
Subscribe to:
Posts (Atom)